კეინი: ლიგა ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ უკვე მის მოგებას ველოდებით
ჰარი კეინმა ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა „ტოტენჰემიდან“ „ბაიერნში“ გადასვლა.
„ტიტულებზე ბევრს საუბრობენ და რა თქმა უნდა, მათი მოგება მინდა. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ბაიერნში გადავედი. ვგრძნობდი, რომ უმაღლეს დონეზე თამაში მჭირდებოდა, თუ გაუმჯობესება მსურდა.
თუ მსურს ახლოს ვიყო მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელებთან და საუკეთესო ფეხბურთელებთან, მაშინ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და თასებისთვის ბრძოლა მჭირდება. ვგრძნობდი, რომ გასული სეზონი პირადად ჩემთვის კარგად წარიმართა, მაგრამ არა ტოტენჰემისთვის, როგორც გუნდისთვის.
ვგრძნობდი, რომ დრო იყო კიდევ ერთი ნაბიჯი გადამედგა და ახალი გამოწვევა მიმეღო. ბაიერნში ზეწოლას ვგრძნობ. ეს არ არის მხოლოდ გამარჯვების სურვილი - შენ უნდა მოიგო.
ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა ჯერ არ დაგვიწყია, მაგრამ უკვე მის მოგებას ველოდებით. ეს არის სრულიად განსხვავებული ზეწოლა და ვგრძნობ, რომ ეს დამეხმარება უდიდეს სცენაზე ავიდე, გავუმჯობესდე და უფრო მაღალ დონეს მივაღწიო“,
- განაცხადა ინგლისელმა.