245 ქულა ჩავარდა - კანადამ ამერიკას მოუგო და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა
Aa
Aa

245 ქულა ჩავარდა - კანადამ ამერიკას მოუგო და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გამოვლინდა. კანადამ ამერიკა 127:118 დაამარცხა და ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე მედლის მოპოვება შეძლეს.

შეხვედრა დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი დამატებითი ტაიმი ვიხილეთ.

პირველი მეოთხედი კანადამ 34:25 მოიგო და სოლიდური ფორაც მიიღო, თუმცა ამერიკელებმა მეორე მეოთხედი 31:24 მოიგო და თამაშში დაბრუნდა.

დიდი შესვენების შემდეგ, კანადელები კვლავ წინ გაიჭრნენ და მესამე მეოთხედი 33:26 მოიგეს. თუმცა ამერიკამ დასკვნითი მეოთხედი 29:20 მოიგო და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა.

მიკალ ბრიჯესმა დროის ამოწურვამდე 4.2 წამით ადრე ორი საჯარიმო სროლა შეასრულა, პირველი ჩააგდო, მეორე განზრახ ააცილა, თავადვე მოხსნა და სამქულიანი ჩააგდო, რის შედეგადაც ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა.


საბოლოოდ, კანადელებმა დამატებითი ხუთწუთეული გაცილებით დამაჯერებლად ჩაატარეს და 16:7 მოიგეს. საბოლოოდ 127:118.

კანადას 34 ქულით დილონ ბრუკსმა ულიდერა, რომელმაც 6-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. ორმაგი დუბლი ჰქონდა შაი ალექსანდერს - 31 ქულა, 12 გადაცემა. არ ჯეი ბარეტმა 23 ქულა ჩააგდო.

ამერიკელთა მხრიდან ენტონი ედვარდსმა 24 ქულა ჩააგდო, 23 ქულა ჰქონდა ოსტინ რივზს.

შეგახსენებთ, რომ ფინალში ერთმანეთს სერბეთი და გერმანია დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 16:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამოავლინე მსოფლიო ჩემპიონატის MVP - ბითაძე ნომინანტთა სიაშია
გამოავლინე მსოფლიო ჩემპიონატის MVP - ბითაძე ნომინანტთა სიაშია