US Open: 19 წლის კოკო გაუფი ახალი ჩემპიონია
ქალთა შორის ამერიკის ღია პირველობა დასრულდა. ფინალში ერთმანეთს 19 წლის ამერიკელი კოკო გაუფი და ბელარუსი არინა საბალენკა დაუპირისპირდნენ. შეხვედრა გაუფის გამარჯვებით სამ სეტში - 2:6, 6:3, 6:2 დასრულდა.
She's the teenage queen of Queens.
— US Open Tennis (@usopen) September 10, 2023
Coco Gauff captured her first Grand Slam title on Saturday.
19 წლის გაუფი ისტორიაში მე-10 ჩოგბურთელი გახდა, ვინც ამერიკის ღია პირველობა 20-წლამდე მოიგო. ბოლოს ეს ემა რადუკანუმ 2021 წელს გააკეთა.
გაუფმა დიდი სლემის ტურნირის მოგება კარიერაში პირველად შეძლო. აქამდე მას როლან გაროსზე იგა შვიონტეკთან ფინალი ჰქონდა წაგებული.
გაუფს ტიტულამდე საკმაოდ რთული გზის გავლა მოუხდა, ფინალამდე ჩატარებული 7 შეხვედრიდან მან 4-ჯერ სამსეტიანი ბრძოლა გადაიტანა.
შეგახსენებთ, რომ მამაკაცთა შორის ფინალი ამაღამ 23:55-ზე გაიმართება. ერთმანეთს რუსი დანილ მედვედევი და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდებიან.