ისრაელ ადესანია, შონ სტრიკლენდი
Aa
Aa

UFC: სტრიკლენდმა ადესანია მაგრად სცემა და ჩემპიონობა ჩამოართვა

სიდნეიში UFC 293-ის საღამო შედგა, სადაც მთავარი ბრძოლა საშუალო წონით კატეგორიაში შონ სტრიკლენდისა და ისრაელ ადესანიას ბრძოლა იყო.

საშუალო წონას ახალი ჩემპიონი ჰყავს - 32 წლის სტრიკლენდმა ბევრისთვის მოულოდნელად ადესანიას ყველა ასპექტში აჯობა და არბიტრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოცხადდა.

რაც შეეხება უშუალოდ ბრძოლას, სტრიკლენდმა პირველივე რაუნდიდანვე შეუტია და უპირატესობა მოიპოვა. რაუნდის ბოლოს ნოკდაუნიც მოიპოვა, მაგრამ ეს საბოლოო გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

საბოლოოდ, დარჩენილ რაუნდებში ადესანია სტრიკლენდისთვის თავისი ტაქტიკის შეთავაზებას ცდილობდა, თუმცა არაფერი გამოსდიოდა.

არბიტრების გადაწყვეტილება ლოგიკური და მოსალოდნელი იყო.

34 წლის ადესანიასთვის ეს MMA-ში მე-3 მარცხი იყო. მის ანგარიშზე 24 გამარჯვებაა.

რაც შეეხება სტრიკლენდს, მან MMA-ში 28-ე ბრძოლა მოიგო, 5-ჯერ კი დამარცხდა. საშუალო წონაში მან ჩემპიონობა პირველად მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნოემბერში ბრუნდება - რომან დოლიძე UFC-ში მორიგ ბრძოლას გამართავს
ნოემბერში ბრუნდება - რომან დოლიძე UFC-ში მორიგ ბრძოლას გამართავს