ბექა გიგაშვილი, ლევან მაისაშვილი, ლუკა ივანიშვილი
Aa
Aa

წარუმატებელი სტარტი მსოფლიო ჩემპიონატზე - ბორჯღალოსნების მარცხი ავსტრალიასთან

რაგბიში, მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ავსტრალიის ნაკრებმა საქართველოს 35:15 მოუგო. ავსტრალიელთა უპირატესობა მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან აშკარა იყო, მეტოქემ დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ლევან მაისაშვილის გუნდმა ორი ლელო დადო, პირველი ლელო 48-ე წუთზე ლუკა ივანიშვილმა დააფიქსირა, მეორე კი ბექა გიგაშვილმა - მეორე ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე. ასევე, ლევან მატკავამ ჯარიმა ზუსტად შეასრულა, თუმცა ივანიშვილის ლელოს შემდეგ მისი გარდასახვა არაზუსტი გამოდგა. გიგაშვილის ლელოს შემდეგ გარდასახვა ანგარიშში თედო აბჟანდაძემ ასახა.

საქართველოს ნაკრების ორი ლელო

ავსტრალიელთა მხრიდან გამორჩეული ბენ დონალდსონი იყო, მის აქტივში 2 ლელო, 3 ზუსტი გარდასახვა და 3 ზუსტად შესრულებული ჯარიმაა.

მატჩის მიმოხილვა

„ბორჯღალოსნები“ შემდეგ შეხვედრას პორტუგალიასთან გამართავენ. მატჩი ტულუზაში, 23 სექტემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, აღნიშნულ ჯგუფში ავსტრალია, უელსი, ფიჯი, პორტუგალია და საქართველო არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები