ჰოლანდი: “ოქროს ბურთის მოგების შანსი ხშირად მექნება“
როგორც მოგეხსენებათ, France Football-მა ოქროს ბურთის ნომინანტთა 30-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც, რა თქმა უნდა, ერლინგ ჰოლანდიც არის.
ამის შემდეგ, ნორვეგიელ თავდამსხმელს ჟურნალისტებმა რამდენიმე კითხვა დაუსვეს, რაზეც „სიტის“ ფეხბურთელმა უპასუხა:
ჰოლანდი:
„ვარ, თუ არა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი? მხოლოდ გონებაში!! ეს რთული კითხვაა და პასუხიც მიჭირს. ჩემს PR-მენეჯერს სურს, რომ უფრო ფრთხილი ვიყო ასეთ დროს. მჯერა, თუ არა, რომ ოქროს ბურთს მოვიგებ? მე მხოლოდ საკუთარი თავის მჯერა. მე ახლა იმისი მჯერა, რომ მომატება შემიძლია. ამაზე უკეთესი შემიძლია ვიყო. ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ და ვფიქრობ, ოქროს ბურთის მოგების შანსი ხშირად მექნება.“
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში ტრიპლეტი შეასრულა. ჯამში კი „სიტიში“ ტრანსფერიდან ერლინგმა ყველა ტურნირზე ერთად 59 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 58 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.