ბარსელონა, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ლაპორტა
Aa
Aa

El Nacional: ხვიჩა ბარსას ახალი პროექტის მთავარი სამიზნეა

ესპანური გამოცემა El Nacional საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ჟოან ლაპორტას მომავალი ზაფხულის სატრანსფერო სიაშია. ბარსას პრეზიდენტს ქართველი ფეხბურთელი ახალი პროექტისთვის სჭირდება.

რას წერს El Nacional?

„როგორც ჩანს, ჟოაუ ფელიქსი მომავალ სეზონში „ბარსელონაში“ არ დარჩება, რადგან „ატლეტიკოს“ პრეზიდენტი ენრიკე სერეზო დიდ თანხას ითხოვს.

ამ მომენტისთვის, უტოპიურია იმაზე ფიქრი, რომ „ბარსელონა“ იმ თანხის გადახდას შეძლებს, რასაც „ნაპოლი“ კვარაცხელიას სანაცვლოდ ითხოვს, მაგრამ კატალონიაში დარწმუნებულები არიან, რომ ფინანსური პრობლემები გადაიჭრება და 22 წლის ვარსკვლავის შეძენას შეძლებენ.

უახლოეს თვეებში, „ბარსელონა“ ხვიჩას დაკვირვებას გააგრძელებს და საოპერაციო გეგმას დასახავს. ეს შესაძლოა ზაფხულში ბომბიც კი იყოს.

მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ქართველი ფეხბურთელის გადაბირება „ნიუკასლს“, „პარი სენ ჟერმენს“, მადრიდის „რეალს“ და „ლივერპულს“ სურდათ. „ნაპოლის“ პასუხი კი ასეთი იყო: „100 მილიონ ევროზე ნაკლებად ვერ წაიყვანთ“. საინტერესოა, შეძლებს „ბარსელონას“ მის ყიდვას?“

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიო ფეხბურთი აალაპარაკა. „ნაპოლის“ ნანატრი სერია ა მოაგებინა, გახდა იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ასევე, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მუხტი ნელ-ნელა გაქრა“ - კიტეიშვილი ესპანეთთან წაგების შემდეგ
“მუხტი ნელ-ნელა გაქრა“ - კიტეიშვილი ესპანეთთან წაგების შემდეგ