ალკარასი დამარცხებულია - მედვედევი ფინალში ჯოკოვიჩს შეხვდება
ამერიკის ღია პირველობა დასასრულს უახლოვდება. დღეს დილით, მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება გაიმართა, სადაც ერთმანეთს დანილ მედვედევი და მოქმედი ჩემპიონი კარლოს ალკარასი შეხვდნენ.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ბევრისთვის მოულოდნელად წარიმართა. რუსმა ჩოგბურთელმა 4 სეტში 7:6 6:1 3:6 6:3 მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება.
აღნიშნული დაპირისპირება 3 საათი და 22 წუთი გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ მთელი მატჩის განმავლობაში მედვედევი დომინირებდა.
თავის მხრივ, ნოვაკ ჯოკოვიჩა ნახევარფინალში ბენ შელტონი მარტივად, სამ სეტში 6:3 6:2 7:6 დაამარცხა.
ცნობისთვის, ნოვაკი და დანილი კარიერაში ერთმანეთს 14-ჯერ შეხვდნენ საიდანაც 9 მატჩი ჯოკოვიჩმა მოიგო, ხოლო 5 რუსმა ჩოგბურთელმა.
შეგახსენებთ, 2021 წლის ამერიკის ღია პირველობის ფინალში სწორედ ეს ჩოგბურთელები გავიდნენ. ნოვაკი კარიერულ სლემს ასრულებდა, თუმცა დანილმა სამ სეტში 6:4 6:4 6:4 მოუგო.