გუნდები შეთანხმდნენ - ვერატი ალ არაბისთან ერთ ნაბიჯშია
მარკო ვერატის საგა გრძელდება. როგორც მოგეხსენებათ, იტალიელ ნახევარმცველს პარიზიდან აბარგება აქვს გადაწყვეტილი. მისი გადაბირება „ალ არაბის“ სურს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
ვიგებთ, რომ გუნდებს შორის ყველანაირი შეთანხმება მიღწეულია. არაბული მხარე 45-50 მილიონ ევროს იხდის. ახალ დასაზუსტებელი მხოლოდ პირადი დეტალებია ფეხბურთელთან.
„ალ არაბი“ იმედოვნებს, რომ მომავალ კვირას ვერატისთან ხელშეკრულება გაფორმდება. ჯერჯერობით იტალიელი დოჰაში არ ჩასულა და მოგზაურობის დაგეგმვას ელოდება. გუნდები ერთმანეთთან 10 დღის წინ შეთანხმდნენ.
შეგახსენებთ, რომ ვერატი „პარი სენ ჟერმენში“ 2012 წელს გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში მარკომ ფრანგული გრანდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 416-ჯერ მოირგო, 11 გოლი გაიტანა და 61 საგოლე გადაცემა შეასრულა.