იტალიელი ჟურნალისტი: “იმედია ხვიჩა გოლების გატანას მალე დაიწყებს“
ხვიჩა კვარაცხელიას ოფიციალური გოლი მიმდინარე წლის მარტის შემდეგ აღარ გაუტანია. ქართველმა ვარსკვლავმა გუშინ ვერც ესპანეთის ნაკრებს გაუტანა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, იტალიელმა ჟურნალისტმა კარმინე მარტინომ ისაუბრა.
მარტინო:
„ბევრ ადამიანს კვარაცხელიას გამო „ნაპოლის“ შურს. ნეაპოლი მისი აფეთქების ადგილია. გასულ სეზონში ხვიჩა დიდებულ საქმეებს აკეთებდა. მისი მომენტები ერთი მეორეზე ლამაზი იყო. იმედი ვიქონიოთ, რომ ძველი ხვიჩა დაბრუნდება და გოლების გატანას დაიწყებს.“
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად „ჯვაროსნების“ შემტევმა 2023 წლის 19 მარტს „ტორინოს“ წინააღმდეგ გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ სერია ა-ს გასულ ტურში „ლაციოსთან“ წააგო. შემდეგ ტურში, „პარტენოპეი“ „ჯენოას“ ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 16 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.