მარიო ბალოტელი
Aa
Aa

ბალოტელი: საუდის არაბეთში ფულის გამო არ მიდიან? ვინც ასე ამბობს ტყუის

მარიო ბალოტელი თვლის, რომ ფეხბურთელები საუდის არაბეთში მხოლოდ ფულის გამო მიდიან და ვინც სხვა მიზეზს ასახელებს, უბრალოდ ტყუის.

„სუპერმარიომ“ 2019 წელს სოლიდური თანხის სანაცვლოდ კარიერის ჩინეთში გაგრძელებაზე უარი თქვა.

„მე ჩინეთიდან არსებულ შეთავაზება უარი ვთქვი, რომელიც ფინანსურად საუდის არაბეთის მაჩვენებელზე ბევრად მეტი იყო. არ ვნანობ, რომ ამ შეთავაზებაზე უარი ვთქვი. ფეხბურთის თამაშის გაგრძელება ვარჩიე და მარსელში დავრჩი“.

- კრიშტიანო რონალდუმ თქვა, რომ საუდის არაბეთის ჩემპიონატი შეიძლება გახდეს იგივე დონის უმაღლესი ლიგა, როგორიც მაგალითად პრემიერ ლიგა და სხვა ლიგები არიან.

„ის ასე ფიქრობს, მაგრამ, ამ ლოგიკით, ჩინეთის სუპერლიგაც ტოპ 5 ჩემპიონატში უნდა შესულიყო.

არ ვიცი, რას გავაკეთებ მომავალში. მაგრამ როგორ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუდის არაბეთში გადასული ფეხბურთელები იქ ფულის გამო არ დადიან? ვინც ამას ამბობს ის ტყუის.

მათთვის ნაკლები, რომ შეეთავაზებინათ, ფეხბურთელები იქ არ წავიდოდნენ“,

- ამბობს მარიო ბალოტელი, რომელიც ამჟამად შვეიცარიულ „სიონში“ თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მორატა მატჩის შემდეგ: „აქ ბევრი ტოპ ნაკრები დაიტანჯება, ბედნიერი ვარ“
მორატა მატჩის შემდეგ: „აქ ბევრი ტოპ ნაკრები დაიტანჯება, ბედნიერი ვარ“