ნეიმარი, პელე, ბრაზილიის ნაკრები
Aa
Aa

ნეიმარმა პელეს რეკორდი მოხსნა - ბრაზილიამ ბოლივია დაამარცხა

სამხრეთ ამერიკაში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაიწყო.

პირველ ტურში მსოფლიოს ჩემპიონმა არგენტინის ნაკრებმა მესის გოლის წყალობით ეკვადორი (1:0) დაამარცხა. ამჯერად კი სცენაზე ბრაზილია ვიხილეთ, რომელმაც ბოლივიას 5:1 მოუგო.

„სელესაოს“ რიგებში გოლების ავტორები როდრიგო (2), რაფინია და ნეიმარი (2) გახდნენ.

ამ დუბლის შემდეგ, ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში გოლების რეკორდსმენი გახდა. მან პელეს (77) გადაასწრო და 78 ბურთით ოფიციალურ მატჩებში გატანილი ბურთებით „პენტაკამპეონების“ ყველა დროის ბომბარდირია.

პელეს ამ რეკორდის დასამყარებლად 91 შეხვედრა დასჭირდა, ნეიმარს კი 125.

აქვე გეტყვით, რომ მარსელო ბიელსას ურუგვაიმ ჩილეს 3:1 მოუგო.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მორატა მატჩის შემდეგ: „აქ ბევრი ტოპ ნაკრები დაიტანჯება, ბედნიერი ვარ“
მორატა მატჩის შემდეგ: „აქ ბევრი ტოპ ნაკრები დაიტანჯება, ბედნიერი ვარ“