მორატა მატჩის შემდეგ: „აქ ბევრი ტოპ ნაკრები დაიტანჯება, ბედნიერი ვარ“
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა, ალვარო მორატამ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, საქართველოსთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. მორატამ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ „ჯვაროსნების“ სტუმრად დამარცხება მარტივი არაა.
„სახიფათო მატჩი იყო, რომელსაც ჩვენთვის ფუნდამენტური შეხვედრის სტატუსი ჰქონდა. ნაკრებები, რომლებიც უმაღლეს ადგილებს უნდა იკავებდნენ, აქ დაიტანჯებიან და პრობლემები შეექმნებათ, ჩვენ კი ასე თამაში უნდა განვაგრძოთ.
იმედი მაქვს, ასეც მოხდება და ძალიან ბედნიერი ვარ. ფაბიან რუისი ძალიან გულუხვი იყო და მას გემრიელ საჭმელს ან რამე მსგავსს აუცილებლად ვუყიდი. როცა შენს გუნდში შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობენ, გოლების გატანა გიმარტივდება“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსთან მატჩში, მორატა შეუდარებელი იყო და ჰეთ-თრიქი გაიფორმა. მისმა გუნდმა 7:1 იმარჯვა და სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე გადავიდა. „ფურია როხა“ მომდევნო შეხვედრას 12 სექტემბერს, თემურ ქეცბაიას კვიპროსის წინააღდეგ გამართავს.