„მამარდაშვილი დეპრესიაში ჩააგდეს“ | ესპანელი ქომაგების გამოხმაურება ფურია როხას 7:1-ზე
ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველო 7:1 გაანადგურა. „ფურია როხას“ გამარჯვებას ესპანელი გულშემატკივრები გამოეხმაურნენ და აი, რას წერენ სოციალურ ქსელებში:
„საწყალი მამარდაშვილი დეპრესიაში ჩააგდეს“.
„კვარაცხელია თუ რა გვარია ის ფეხბურთელი? არ ჰყავდათ? თუ ფეხბურთს თავი დაანება?“
„გაგიჟება საჭირო არაა. საქართველო იგივე დონეა, რაც ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონი“.
„ლუის დე ლა ფუენტემ მომაკეტვინა“.
„ფეხბურთში შებრალების წესი არ მოქმედებს?“
„საოცარი მატჩი ესპანეთისგან. შესანიშნავი ტექნიკა, გუნდი, ტალანტები“.
„მატჩის დაწყებამდე საქართველომ რამე დააშავა? ვიცი, რომ ესპანეთი ესპანეთია, მაგრამ ეს?!“
„გთხოვთ, რამდენიმე გოლი შოტლანდიისთვის შეინახეთ. სასაცილო აღარაა, საქართველო მეცოდება“.
„საქართველოს წინააღმდეგ ესპანეთის ქალთა გუნდს რომ ეთამაშა, 8 გოლს გაიტანდა“.
„პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა უმაღლესი დონის გუნდებს ვეთამაშებით“.
„საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელი პირველად მესმის და ისე აღვნიშნავთ, თითქოს მსოფლიო ჩემპიონები გავხდით“.
„საქართველო? და ეს ქვეყანა სადაა?“
ცნობისთვის, ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა 4 მატჩი ჩაატარა, მხოლოდ კვიპროსი დაამარცხა, ნორვეგიასთან შინ ფრედ ითამაშა, შოტლანდიასთან და ესპანეთთან დამარცხდა. სანიოლის გუნდის ანგარიშზე 4 ქულაა, ანალოგიურად ნორვეგიელთა აქტივში 4 ქულაა, კვიპროსი 0 ქულით აუტსაიდერია.