„გოლების ფესტივალი შტორმში“ | ესპანური პრესის გამოხმაურება ფურია როხას ტრიუმფზე
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა ანტირეკორდი დაამყარა და საკუთარ ისტორიაში უდიდესი სხვაობით, 1:7 დამარცხდა. „ჯვაროსნები“ ესპანეთმა გაანადგურა და ბუნებრივია, „ფურია როხას“ თამაშმა იქაური პრესა აღაფრთოვანა.
Marca: „ესპანეთის გამარჯვება დიდი აპლოდისმენტებით. ფურია როხამ ბუცები მოირგო და საქართველოს 7 გოლი გაუტანა, თუმცა, ოლმოსა და ასენსიოს ტრავმებს განიცდის“.
AS: „გოლების წვიმა თბილისში. ესპანეთმა სიმშვიდე შესანიშნავი მატჩის წყალობით დაიბრუნა. მორატამ ჰეთ-თრიქი შეასრულა, ლამინ იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ფურია როხას მაისურით ითამაშა და გოლი გაიტანა“.
Mundo Deportivo: „გოლების ფესტივალი ესპანეთისგან მატჩში, რომელიც ფურია როხას ფეხბურთელებმა ბრწყინვალედ ჩაატარეს“.
El Mundo: „ესპანეთის გასეირნება საქართველოში. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდს 6 ქულა აქვს“.
El Pais: „გოლების ნადიმი. ესპანეთმა საქართველო გაანადგურა და ერთ-ერთი გოლი 16 წლის ლამინ იამალმა გაიტანა“.
ABC: „გოლების ნადიმი შტორმში. ლუის დე ლა ფუენტეს ეპოქის საუკეთესო მატჩი“.
El Confidencial: „ესპანეთმა საქართველო მორატას ჰეთ-თრიქითა და იამალის ისტორიული დებიუტით გაანადგურა“.
Sport: „ესპანეთის ნადიმი ლამინ იამალის ისტორიული დებიუტით“.
Cope: „გოლების გამოფენა ესპანეთისგან, რომელმაც ევროპის ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე მეორე გამარჯვება იზეიმა“.
შეგახსენებთ, რომ „ფურია როხასთან“ განცდილი ფიასკოს შემდეგ, ჩვენს გუნდს 4 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილზე დაქვეითდა. „ჯვაროსნები“ მომდევნო მატჩს ნორვეგიასთან გამართავენ.