ტერაშვილის წარმატება | ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონია
ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს, გიორგი ტერაშვილი (73 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა კონტინენტის ჩემპიონობისთვის დაპირისპირებაში პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ქართველს, ოთარ კვანტიძეს დამატებით დროში ვაზარით სძლია.
საქართველოს ნაკრების ყულაბას მედალი ლუკა ბაბუციძემაც შესძინა. ქართველი ჯუდოკა რეპეშაჟში იანივ აგრონოვს დაუპირისპირდა და გაიმარჯვა, რის შემდეგაც ბრინჯაოსთვის უკრაინელ სტანისლავ კორჩემლიუკს შეერკინა. ლუკამ შესანიშნავად იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი აიღო.
რეპეჟაშიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი ჰქონდა ეთერ ასკილაშვილს (63 კგ), მაგრამ იგი ფრანგ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს მსოფლიო პირველობაზე თენგო ზირაქაშვილი (66 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ფინალში მან აზერბაიჯანელი აიდინ რზაიევი იპონით დაამარცხა.