ქართული წყვილის წარმატება | ბერულავასა და მეტელკინას ოქროს მედალი
იუნიორ მოციგურავეთა შორის, მსოფლიო გრან პრის მესამე ეტაპი გათამაშდა, რომელსაც სტამბოლმა უმასპინძლა. ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა ფიგურულმა მოციგურავეებმა და ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა ოქროს მედალი დაისაკუთრა.
???? Final results for the Junior Pairs event at the ISU Junior Grand Prix in Istanbul, ????????
— ISU Figure Skating (@ISU_Figure) September 8, 2023
???? Metelkina / Berulava
???? Flores / Wang
???? Desrochers / Thrasher #JGPFigure #FigureSkating pic.twitter.com/f3AmNKdOth
ქართულმა წყვილმა მოკლე პროგრამაში 67.92 ქულა მიიღო და თავისუფალი პროგრამის წინ, პირველ ადგილს იკავებდა. ლუკამ და ანასტასიამ თავისუფალ პროგრამაშიც ბრწყინვალედ იასპარეზეს და 113.45 ქულა დააგროვეს, ორი პროგრამის ჯამში კი 181.37 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს.
Twisting to the top! ???? Metelkina / Berulava (GEO) take the ???? medal in the Pairs event at #JGPFigure in Istanbul, ???????? #FigureSkating pic.twitter.com/9wmDfvpIoj
— ISU Figure Skating (@ISU_Figure) September 8, 2023
ახლადშექმნილი წყვილისთვის სადებიუტო გამოსვლა იმდენად შედეგიანი აღმოჩნდა, რომ სპორტული წყვილების სეგმენტში ამ ტურნირის უკონკურენტო წყვილი გახდა. პროგრამის ტექნიკური ელემენტების შემადგენლობით მათი გამოსვლა უფროსი ასაკის ნებისმიერ ტურნირს დაამშვენებდა.