ენტონი ედვარდსი, დენის შროდერი
Aa
Aa

სასწაული მატჩი და უფრო მაგარი გერმანია | ევროპული ფინალი მსოფლიო ჩემპიონატზე

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალში ევროპულ დაპირისპირებას ვიხილავთ. სერბეთის შემდეგ, სენსაცია გერმანიამაც შემოგვთავაზა და ტურნირის მთავარი ფავორიტი, აშშ-ს ნაკრები საოცარ და უდრამატულეს დაპირისპირებაში დაამარცხა. დენის შრიოდერმა და კომპანიამ ისტორია დაწერეს და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში პირველად გავიდნენ.

მატჩი ორივე გუნდმა მაღალ ტემპში დაიწყო და საწყისი მეოთხედი გერმანიამ 2 ქულით მოიგო - 33:31. მეორე პერიოდში უკეთ ამერიკა გამოიყურებოდა და დიდ შესვენებაზე 1-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 60:59. მესამე მეოთხედში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. გერმანია შეტევაში ფენომენალური იყო და დასკვნითი პერიოდის წინ 10 ქულით დაწინაურდა.

მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, გერმანია 10 ქულით იგებდა, თუმცა ენტონი ედვარდსისა და ოსტინ რივზის წყალობით, აშშ-მ ჩამორჩენა 1 ქულამდე დაიყვანა. გერმანიამ მეტოქეს ანდრეას ობსტის სამიანით უპასუხა, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ბურთი ჩააგდო. ობსტის შემდეგ, დენის შროდერის ჯერი დადგა და მან საკუთარი გუნდი წინ 6 ქულით გაიყვანა. აშშ-მა უპატიებელი შეცდომები დაუშვა და საბოლოოდ, 2 ქულით, 111:113 დამარცხდა.

გერმანიას სწორედ ობსტმა ულიდერა, რომელსაც 24 ქულა და 6 პასი ჰქონდა. ფრანც ვაგნერმა 22 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. დანიელ ტაისის ანგარიშზე 21 ქულა და 7 მოხსნა იყო, ხოლო დენი შროდერმა 17 ქულა და 9 ასისტი გააკეთა. ამერიკელთა მხრიდან 23 ქულით ენტონი ედვარდსი გამოირჩა. ოსტინ რივზს 21 ქულა ჰქონდა, მიკალ ბრიჯისმა და ჯეილონ ბრანსონმა კი 17 და 15 ქულა დააგროვეს.

ამრიგად, გერმანია ფინალში სერბეთს დაუპირისპირდება, ხოლო აშშ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კანადას შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მერაბი: „ომალი ღირსეული ჩემპიონი უნდა იყოს და საუკეთესოებს ეჩხუბოს“
მერაბი: „ომალი ღირსეული ჩემპიონი უნდა იყოს და საუკეთესოებს ეჩხუბოს“