საბა საზონოვი
Aa
Aa

საზონოვის მამა: „ტორინო სერიოზული კლუბია, ჩვენი მიზანი ძირითადში თამაშია“

„ტორინოს“ ქართველი ფეხბურთელის, საბა საზონოვის მამამ, ანდრეი საზონოვმა, რომელიც მისი აგენტი გახლავთ, ახალგაზრდა მცველის ამბიციებზე ისაუბრა. მისი ინტერვიუ Sport 24-მა გაავრცელა და განაცხადა, რომ საბას ამჟამინდელი ამოცანა ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებაა.

„საბა ბავშვობიდან სერია A-ში ან პრემიერ ლიგაში თამაშზე ოცნებობდა. გამორიცხული არაა, რომ იტალია იმდენად მოეწონოს, კარიერის სხვაგან გაგრძელებაზე უარი თქვას. ტორინოს რაც შეეხება, გრანატა სერიოზული კლუბია და ჩვენი ამჟამინდელი მიზანი ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად პროგრესის მიღწევაა, თუმცა, ვხვდებით, რომ ამისთვის დრო იქნება საჭირო.

არის თუ არა მენტალურად და ფსიქოლოგიურად ევროპული ფეხბურთისთვის მზად? საბა მზადაა. მან რამდენიმე უცხო ენა იცის და გახსნილი და კომუნიკაბელური ადამიანია. ზაფხულში უნივერსიტეტი დაამთავრა და დიპლომიც აქვს (იცინის).

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ტურინულ გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, „ტორინომ“ კი მოსკოვის დინამოს ბონუსების ჩათვლით 3 მილიონი ევრო გადაუხადა. საბას სადებიუტო შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი: „ესპანეთთან და ნორვეგიასთან მატჩებს სრულ მზადყოფნაში ვხვდებით“
მამარდაშვილი: „ესპანეთთან და ნორვეგიასთან მატჩებს სრულ მზადყოფნაში ვხვდებით“