ვილიარეალი
Aa
Aa

მოლაპარაკებები მიმდინარეობს - რაულმა შესაძლოა ვილიარეალი ჩაიბაროს

მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული თავდამსხმელი რაულ გონსალეს ბლანკო, რომელიც ამჟამად „რეალ კასტილიას“ წვრთნის, შესაძლოა „ვილიარეალის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს.

„ყვითელმა წყალქვეშა ნავმა“ ცოტა ხნის წინ, კიკე სეტიენი თანამდებობიდან დაითხოვა და ახალი მწვრთნელის ძიებაშია, მათი რჩეული კი რაულია.

Marca-ს ცნობით, „რეალი“ წინააღმდეგი არ არის, რომ 46 წლის რაულმა „ვილიარეალი“ ჩაიბაროს.

რაულმა მადრიდელებს თავისი სიტუაციის შესახებ უკვე აცნობა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა როგორ უკვე აღვნიშნეთ, გონსალეს ბლანკო დიდი ალბათობით „ვილიარეალს“ ჩაიბარებს.

რაული „რეალის“ აკადემიაში 2018 წლიდან მუშაობს.

„ვილიარეალმა“ ლა ლიგის მიმდინარე სეზონი საკმაოდ ძლიერი შემადგენლობის მიუხედავად ცუდად დაიწყო და 4 ტურის შემდეგ, 3 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კედელი, რომელიც ესპანეთმა უნდა დაანგრიოს“ | El Mundo-ს სტატია მამარდაშვილზე
„კედელი, რომელიც ესპანეთმა უნდა დაანგრიოს“ | El Mundo-ს სტატია მამარდაშვილზე