მესის ულამაზესი ჯარიმით - არგენტინამ ეკვადორი დაამარცხა
Aa
Aa

მესის ულამაზესი ჯარიმით - არგენტინამ ეკვადორი დაამარცხა

სამხრეთ ამერიკაში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებმა აიღო სტარტი. არგენტინამ პირველი ტურის მატჩი საკუთარ მოედანზე „მონუმენტალზე“ გამართა და ეკვადორს მძიმე ბრძოლაში 1:0 მოუგო.

შეხვედრა დაძაბული და საგოლე მომენტების ნაკლებობით გამორჩეული იყო. საბოლოოდ, ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 78-ე წუთზე ლეო მესიმ მორიგი ჯადოსნობა ჩაიდინა და არგენტინას ულამაზესი ჯარიმით მოაგებინა.

აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო 13 მატჩში მესისთვის საკლუბო და სანაკრებო დონეზე მე-13 გოლი იყო. მას ასევე 5 საგოლე პასი აქვს გაკეთებული.

36 წლის მესი ეკვადორთან შეხვედრაში 89-ე წუთზე შეცვალეს და ეს ბოლო 9 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა იყო, როცა ლეო ოფიციალურ სანაკრებო შეხვედრაში მოედნიდან ნაადრევად გავიდა. ბოლოს ეს 2014 წლის მუნდიალზე ჯგუფში ნიგერიის წინააღმდეგ მოხდა, როცა მესის 2 გოლი ჰქონდა გატანილი და 63-ე წუთზე შეცვალეს.

ბოლოს გეტყვით, რომ „ალბისელესტეს“ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 22-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უცნაური ამბავი | ესპანელებმა ბუცების ჩანთა დაკარგეს, მეკარეებს ხელთათმანები არ აქვთ
უცნაური ამბავი | ესპანელებმა ბუცების ჩანთა დაკარგეს, მეკარეებს ხელთათმანები არ აქვთ