ანტონი
Aa
Aa

„კედელზე თავი მიმარტყმევინა“ - 33 წლის ბანკირი ანტონის სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

ბანკირმა ინგრიდ ლანამ განაცხადა, რომ ანტონი მას 2022 წელს თავს დაესხა.

33 წლის ქალმა RecordTV-ს ინტერვიუ მისცა - მისი სრული ვერსია კვირას გამოვა.

ბანკირი ქალის თქმით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი მას სექსუალურად ავიწროებდა.

„ჩემი მიზანი მხოლოდ ბიზნესი იყო. როცა მისი მიწვევით მივედი, მივხვდი, რომ მას ფარული მოტივები ჰქონდა“.

ლანამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფეხბურთელთან სასიყვარულო ურთიერთობა არ ჰქონია.

„ის ცდილობდა ჩემთან სექსუალური კავშირი დაემყარებინა, მაგრამ მე არ მინდოდა. მან კედელთან მიმაგდო, მიმაწვა და თავი დავარტყი“,

- აბობს ლანა ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ანტონი რამდენიმე დღის წინ, შეყვარებულზე თავდასხმაში დაადანაშაულეს და ბრაზილიის ნაკრებიდან გააძევეს.

ანტონი ბრალდებებს უარყოფს

„გადავწყვიტე საჯაროდ უარვყო ბრალდებები და განვაცხადო, რომ შესაბამისი კითხვების არსებობის შემთხვევაში, ბრაზილიის ხელისუფლების სრულ განკარგულებაში ვარ.

მე ცრუ ბრალდებების მსხვერპლი ვარ. მჯერა, რომ გამოძიება ჩემი უდანაშაულობის შესახებ სიმართლეს გამოავლენს“.

- განაცხადა ანტონიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქეცბაია: „საქართველოსთან ქულების აღებას ვიმსახურებდით, შოტლანდია ძლიერი გუნდია“
ქეცბაია: „საქართველოსთან ქულების აღებას ვიმსახურებდით, შოტლანდია ძლიერი გუნდია“