ძიუდო: ზირაქაშვილის ოქროს მედალი ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე
ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში ძიუდოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს. პირველი საშეჯიბრო დღის დასრულების შემდეგ, 66 კგ. კატეგორიაში თენგო ზირაქაშვილმა ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.
ზირაქაშვილმა ფინალში აზერბაიჯანელი მეტოქე აიდინ რზაიევი იპონით დაამარცხა.
დღეს კიდევ ოთხმა ქართველმა იასპარეზა - ჯულიეტა როდონაია (-48 კგ), მარიამ ფოცხვერაშვილი (-48 კგ), ნინო ლოლაძე (-57 კგ) და თომა გელაშვილი (-60 კგ) - ყველა მათგანი უმედლოდ დარჩა. ყველაზე კარგი შანსი გელაშვილს ჰქონდა, თუმცა რეპეშაჟში მარცხი განიცადა.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
-60 კგ - თომა გელაშვილი
-66 - თენგო ზირაქაშვილი
-73 - კოტე კაპანაძე, გიორგი ტერაშვილი
-81 - ლუკა ბაბუციძე
-100 - მიხეილ ჯაფარიძე, ერეკლე ბაზიერიშვილი
+100 - შალვა გურეშიძე, უჩა ტაბატაძე
-48 - ჯულიეტა როდონაია, მარიამ ფოცხვერაშვილი
-57 - ნინო ლოლაძე
-63 - ეთერ ასკილაშვილი
+78 - ნინო პაპიძე