კრიშტიანუ რონალდუ, ხავიერ ტებასი
Aa
Aa

ტებასი: მესისა და რონალდუს წასვლის შემდეგ, ლა ლიგის შემოსავალი 10%-ით გაიზარდა

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ლა ლიგიდან მესისა და რონალდუს წასვლის შემდგომ პერიოდზე ისაუბრა.

- ძვირად დაუჯდა ლა ლიგა ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს წასვლა?

„არა. რეალობა ისაა, რომ როდესაც მესი წასვლას აპირებდა, ის კიდევ ერთი წელი დარჩა, ჩვენ ვაწარმოებდით მოლაპარაკებას ლათინურ ამერიკაში აუდიოვიზუალურ უფლებებზე და მათ არაფერი უთქვამთ.

როცა ვინმე სატელევიზიო უფლებებზე 7 წლიან კონტრაქტს აწერს ხელს, მან არ იცის, მომავალ წლებში რომელი ფეხბურთელები იქნებიან ლიგაში. კლუბები და ჩემპიონატები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოთამაშეები.

მესის და კრიშტიანუ რონალდუს გარეშე 10%-ით (შემოსავალი) გავიზარდეთ. მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ყოველთვის იქნებიან დიდი ფეხბურთელები, რომლებიც ლა ლიგაში ითამაშებენ - როგორებიც ამჟამად ვინისიუსი და იამალი არიან“,

- განაცხადა ლა ლიგის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაბედნიერებს, როცა შრომა გიფასდება“ | კვარა ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის მოხვედრაზე
„მაბედნიერებს, როცა შრომა გიფასდება“ | კვარა ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის მოხვედრაზე