ლევან მაისაშვილი, მერაბ შარიქაძე
Aa
Aa

„ავსტრალია ძლიერი გუნდია, ნებისმიერისთვის მზად ვართ“ | მაისაშვილისა და შარიქაძის კომენტარები

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა და გუნდის კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ ავსტრალიასთან გასამართ მატჩზე ისაუბრეს. „ბორჯღალოსნები“ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრას 9 სექტემბერს გამართავენ და როგორც მაისაშვილი ამბობს, მრისხანე მეტოქესთვის კარგად მოემზადნენ.

რა თქვა ლევან მაისაშვილმა

„ვთვლი, რომ ამ თამაშისთვის გუნდი კარგად არის მომზადებული და ვეცდებით, ყველაფერი, რაზეც ვიმუშავეთ, მოედანზე მაქსიმალურად გადავიტანოთ. ავსტრალიის ნაკრები ძლიერი მეტოქეა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ C ჯგუფში მოხვედრილი ყველა გუნდისთვის. მათ სათანადოდ ვაფასებთ და მზად ვართ, ასეთ ოპონენტს ვეთამაშოთ. ვთვლი, რომ ჩვენი გუნდი ისეთ ფორმაში და ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება, რომ შეგვიძლია, მაღალი თვითრწმენა გვქონდეს. გამომდინარე აქედან, მჯერა, რომ ნებისმიერთან სათამაშოდ მზად ვართ და ის უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ რას გავაკეთებთ, ვიდრე ის, ვინ გვიდგას წინ“.

რა თქვა მერაბ შარიქაძემ

„როგორც მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რაც შეიძლებოდა, მოსამზადებლად გაკეთებულიყო, ყველაფერი გაკეთდა. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და იმედი მაქვს, შედეგს მივიღებთ. ავსტრალია ძალიან მაგარი გუნდია, რომელსაც ვარსკვლავური სტატუსის მოთამაშეები ჰყავს, თუმცა მოედანზე ისეთი თავდაჯერებული გავდივართ, როგორც ეს უელსთან და იტალიასთან გავაკეთეთ“.

შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ხვალ გაიხსნება და თბილისის დროით, 23:15-ზე საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის ნაკრებების დაპირისპირებას ვიხილავთ. „ბორჯღალოსნები“ ავსტრალიასთან ზეგ, თბილისის დროით, 20:00-ზე ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩიტო ვერა: „ეს ბიზნესია, მერაბი და ალჯო უნდა დაისაჯონ“
ჩიტო ვერა: „ეს ბიზნესია, მერაბი და ალჯო უნდა დაისაჯონ“