ლუკა მოდრიჩი
Aa
Aa

მოდრიჩი საუდის არაბეთზე: არ მჭირდება ჩემი ეგოს კვება, რეალი მუდამ პირველ ადგილზეა

ლუკა მოდრიჩმა განმარტა, რატომ არ სურდა მადრიდის „რეალიდან" საუდის არაბეთში წასვლა.

ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთის ლიგის კლუბმა „ალ-აჰლიმ“ ხორვატ ნახევარმცველს წელიწადში 80 მილიონი ევროს ოდენობის ანაზღაურება შესთავაზა.

- რაც შეეხება წინადადებებს...

„ცრუ მოკრძალების გარეშე ვიტყვი, რომ ადრეც იყო შემოთავაზებები, რადგან ჩემ მიმართ კლუბების ინტერესი მუდმივია. თუმცა, ჩემი ფუნდამენტური შეხედულება სიტუაციის შესახებ, 2012 წლიდან დღემდე, არის ის, რომ მადრიდის რეალი ყოველთვის პირველ ადგილზეა.

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეალს ჩემთვის სხვა გეგმები ექნება, ამის შემდეგ სხვა ვარიანტებს განვიხილავ. ჩემი ქცევა ამ თვალსაზრისით ბოლო 11 წლის განმავლობაში ამას ნათლად ადასტურებს“.

- საუდის არაბეთთან ამ გიჟურ სიტუაციაში, გავრცელდა ინფორმაცია თქვენთვის გიჟური შეთავაზებების შესახებ. ბევრი ფიქრობს, რომ 37-38 წლის ასაკში რამდენიმე ასეული მილიონი ევროს მიღებაზე უარის თქმა სიგიჟეა...

„ამ კითხვაზე მხოლოდ პასუხის გამეორება შემიძლია. რეალში ბედნიერი და კმაყოფილი ვარ და სანამ ეს ასეა, სხვა ვარიანტებზე არ ვფიქრობ. და ამ გარიგებით არ მჭირდება ჩემი ეგოს გამოკვება. მე უბრალოდ მინდა ფეხბურთის თამაშითა და მადრიდის რეალში გატარებული დროის ყოველი მომენტით ტკბობა. ჩემს თავს არანაირ საზღვრებს არ ვუწესებ",

- თქვა მოდრიჩმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლა ფუენტეს გეგმა ქართველი მარადონას შესაჩერებლად | Sport-ის სტატია ხვიჩაზე
დე ლა ფუენტეს გეგმა ქართველი მარადონას შესაჩერებლად | Sport-ის სტატია ხვიჩაზე