ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მაბედნიერებს, როცა შრომა გიფასდება“ | კვარა ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის მოხვედრაზე

საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორის მოხვედრაზე ისაუბრა. ქართველ ფეხბურთელს პრესტიჟულ ჯილდოზე ესპანეთთან ჩანიშნული მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს და „კვარამ“ მოკლე კომენტარი გააკეთა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ნომინანტთა შორის დამასახელეს. მაბედნიერებს, როცა შენი შრომა ფასდება, მაგრამ ამ მომენტისთვის, ესპანეთის ნაკრებთან გასამართი მატჩის გარდა, არაფერზე ვფიქრობ“.

ცნობისთვის, ოქროს ბურთის ნომინანტები ხვიჩას გარდა ვინისიუს ჯუნიორი, ერლინგ ჰოლანდი, ნიკოლა ბარელა, ხულიან ალვარესი, ჯუდ ბელინგემი, კარიმ ბენზემა, იასინ ბონო, კევინ დე ბრუინი, რუბენ დიაში, ანტუან გრიზმანი, ილქაი გიუნდოგანი, იოსკო გვარდიოლი, ჰარი კეინი, რანდალ კოლო მუანი, რობერტ ლევანდოვსკი, ემილიანო მარტინესი, ლაუტარო მარტინესი, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, კიმ მინ-ჯე, ლუკა მოდრიჩი, ჯამალ მუსიალა, მარტინ ოდეგორი, ანდრე ონანა, ვიქტორ ოსიმენი, ბუკაიო საკა, როდრი, მოჰამედ სალაჰი და ბერნარდუ სილვა არიან.

კვარაცხელიას რაც შეეხება, ქართველი შემტევი სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელდა. „კვარამ“ რეკორდიც დაამყარა და სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი, ერთ სეზონში 3-ჯერ გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩიტო ვერა: „ეს ბიზნესია, მერაბი და ალჯო უნდა დაისაჯონ“
ჩიტო ვერა: „ეს ბიზნესია, მერაბი და ალჯო უნდა დაისაჯონ“