ხვიჩა კვარაცხელია, ფაბიო კანავარო, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„კვარას მივცემდი ოქროს ბურთს თუ ოსიმენს? | კანავარომ თავისი რჩეული დაასახელა

„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელი, ვიქტორ ოსიმენი პრესტიჟული ჯილდოს, „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორის მოხვდნენ. ამ თემასთან დაკავშირებით, ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა, ფაბიო კანავარომ ისაუბრა და კვარაცხელიასა და ოსიმენს შორის დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც მისი აზრით, „ოქროს ბურთს“ თანაგუნდელზე მეტად იმსახურებს.

„ქართველ და ნიგერიელ ფეხბურთელს შორის რომ მომიწიოს არჩევანის გაკეთება, ოქროს ბურთს ვის გადავცემდი? რა თქმა უნდა, ვიქტორ ოსიმენს. ჩემი აზრით, ოსიმენი მოტივირებული და სტაბილური იყო. იგი მეტოქის საჯარიმოში დომინირებდა და ამას ნამდვილი ლიდერივით აკეთებდა. ოსიმენი, როგორც ლუჩანო სპალეტის, ისე რუდი გარსიას ფორმაციის გუნდის ფუნდამენტური ფეხბურთელია“.

შეგახსენებთ, რომ ქართველი შემტევი სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელდა. „კვარამ“ რეკორდიც დაამყარა და სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი, ერთ სეზონში 3-ჯერ გახდა.

ვიქტორ ოსიმენს რაც შეეხება, ნიგერიელმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში მონაწილეობა 39 შეხვედრაში მიიღო. იტალიის სერია A-ში მან 26 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაზე - 5.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩიტო ვერა: „ეს ბიზნესია, მერაბი და ალჯო უნდა დაისაჯონ“
ჩიტო ვერა: „ეს ბიზნესია, მერაბი და ალჯო უნდა დაისაჯონ“