„მერაბი ალჯოსთან ერთად, 19 აგვისტოს დავამარცხე“ - ომალის კომენტარი და დვალიშვილის პასუხი
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპინმა, შონ ომალიმ The MMA Hour-ის ეთერში განაცხადა, რომ მან მერაბ დვალიშვილი 19 აგვისტოს, ალჯამეინ სტერლინგთან ერთად დაამარცხა.
რას ამბობს ომალი:
მერაბი 19 აგვისტოს დავამარცხე, იმავე ღამეს, როცა ალჯოს მოვუგე. ეს ბიჭები ერთი და იგივე ადამიანები არიან, რომლებსაც ხელები მჭიდროდ აქვთ ჩაჭიდებული. ორივე 19 აგვისტოს დავამარცხე. ვნახოთ, რა მოხდება. ალჯოს შემდეგ „ჩიტო“ გამოვიწვიე. ამ ბრძოლის მიღება მინდა.
„ჩიტოსთან“ ბრძოლის შემდეგ ძილი არასდროს დამიკარგავს. სინამდვილეში, მთელი ამ დროის განმავლობაში ჭადრაკს ვთამაშობდი. ეს ბრძოლა სპეციალურად წავაგე მხოლოდ იმის გამო, რომ აქამდე მოვსულიყავი და ალჯო გამეშვა ნოკაუტში ჩემთვის ყველაზე დიდ ბრძოლაში.
Sean O'Malley feels he knocked out Aljamain Sterling AND Merab Dvalishvili at UFC 292 ???? #TheMMAHour
— MMA Fighting (@MMAFighting) September 6, 2023
"They’re the same, they hold hands, they’re the same person. I knocked them both out August 19.”
▶️ https://t.co/u6B4Mii0wN pic.twitter.com/ckweo4mD74
შონ ომალის კომენტარს Twitter-ზე, ამავე ვიდეოს კომენტარებში მერაბ დვალიშვილი გამოეხმაურა და ამერიკელ მებრძოლს ასეთი კომენტარი დაუწერა:
„ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ აქვს, ჩემპიონო... თქვი რაც გინდა... ხაზზე შემდეგი მე ვარ. მე მზად ვარ... და შენ?
შეგახსენებთ, რომ შონ ომალის კარიერაში ერთადერთი მარცხი სწორედ მარლონ „ჩიტო“ ვერასთან აქვს და ალჯოსთან საჩემპიონო ბრძოლის შემდეგ, ამერიკელმა მებრძოლმა ქამრის დაცვისთვის ბრძოლაში სწორედ ეკვადორელი გამოიწვია. როგორც ომალი აცხადებს, ის დენა უაითს ცოტა ხნის წინ ესაუბრა და UFC-ის პრეზიდენტმა გრანდიოზული წინადადების დაანონსებას აპირებს.