მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი, მარლონ ვერა
Aa
Aa

ჩიტო ვერა: „ეს ბიზნესია, მერაბი და ალჯო უნდა დაისაჯონ“

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მებრძოლმა, ჩიტო ვერამ დენა უაითს მერაბ დვალიშვილისა და ალჯამეინ სტერლინგის დასჯა მოსთხოვა. ეკვადორელმა ამის მიზეზად ქართველი და იამაიკელი მებრძოლების პოზიცია დაასახელა, რომლის მიხედვითაც ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ ჩხუბზე უარს ამბობენ.

მარლონ „ჩიტო“ ვერამ The MMA Hour-ის პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ ის შონ ომალის გამოწვევას დათანხმდება და საჩემპიონო ბრძოლაზე უარს არ იტყვის.

რას ამბობს „ჩიტო“ ვერა:

მერაბს და სტერლინგს უკეთ უნდა ესმოდეთ რომ ეს ბიზნესია და აქ მეგობრობის დრო არ არის. წავიდნენ მაშინ სხვაგან. უამრავი ადგილია, სადაც მათ ერთმანეთთან ბრძოლას არ მოსთხოვენ. როგორც ისინი იქცევიან, ეს აქ არ მუშაობს.

ალჯო მაღალ წონაში უნდა ასულიყო, ახლა აქ ადგილს ტყუილად იკავებს. ასეც ამბობდა და უცნაურია, რომ არ ავიდა. იძახდა, ვოლკანოვსკის დავამარცხებო და ბლა ბლა ბლა, თუმცა, ის საკმაოდ მარტივ ბრძოლაში დამარცხდა.

ახლა კი მგონია, რომ ნაწყენი და იმედგაცრუებულია... ამბობს, რომ რემატჩი უნდა, მაგრამ დალოდება მოუწევს. რატომ? იმიტომ რომ ამას მე გავაკეთებ, მისი დადგმული შოუ კი განწირულია... დენა ამას არ დაუშვებს. ვფიქრობ, რომ ისინი დაისჯებიან და ცოტა ხნით საყინულეში დარჩებიან.

მერაბმა მოცდა არჩია და რამდენჯერმე თქვა უარი ბრძოლაზე. ის დაჯდა და ელოდებოდა როდის შეიქმნებოდა მისთვის ხელსაყრელი პირობები. არ მესმის, რატომ უნდა დაელოდო, როდესაც შეგიძლია შეხვიდე ოქტაგონზე და შოუ მოაწყო, მიიღო მეტი პოპულარობა... იმას ვგულისხმობ, რომ ეს არის ბიზნესი... მისგან განსხვავებით, მე ბიზნესის მხარეს ვდგავარ, მინდა გავხდე ჩემპიონი, ოღონდ კარგი ჩემპიონი და არ მინდა ეს ერთი დღით იყოს.

შეგახსენებთ, რომ ალჯამეინ სტერლინგის დამარცხების შემდეგ, ომალიმ მარლონ „ჩიტო“ ვერასთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა. საპასუხოდ კი ალჯამეინ სტერლინგი და მერაბ დვალიშვილი იძახიან, რომ საჩემპიონო ბრძოლა რომელიმე მათგანმა უნდა მიიღოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიეცით სატიტულო ჩხუბი“ | მერაბის მწვრთნელმა დენა უაითს უპასუხა
„მიეცით სატიტულო ჩხუბი“ | მერაბის მწვრთნელმა დენა უაითს უპასუხა