სერხიო რამოსი, ლუის რუბიალესი
Aa
Aa

“მისი მხრიდან ეს მიუღებელი იყო“ - რუბიალესი რამოსმაც გააკრიტიკა

ლუის რუბიალესს უამრავი ადამიანი აკრიტიკებს. თავისი მოსაზრება დააფიქსირა სერხიო რამოსმა, რომელმაც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მხარი არ დაუჭირა.

რამოსი:

„ეს ძალიან დელიკატური საკითხია, მაგრამ რუბიალესის საქციელს მინდა შევეხო. ვფიქრობ, რომ ასეთი რამ ფედერაციის პრეზიდენტის და ესპანური ფეხბურთის წარმომადგენლის მხრიდან მიუღებელი იყო. ლუისს შეეშალა და სწორედ ამიტომ, ამხელა აფიშირება მის საქციელზე საჭირო არ არის.

ჯობს აქცენტი ქალთა ნაკრებზე გავაკეთოთ და მსოფლიო ჩემპიონობა მივულოცოთ. მე და ხესუს ნავასმა 2010 წელს ეს შევძელით და ახლა 2023-ში ქალებმა იგივე გააკეთეს. ვულოცავ მათ და ვუსურვებ ჰყავდეთ ისეთი წარმომადგენელი, როგორიც ეკუთვნით.“

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და დაჯილდოების ცერემონიაზე ლუის რუბიალესმა ჰერმოსოს ტუჩებში აკოცა.

ამის შემდეგ, პრეზიდენტის კრიტიკა დაიწყო. აღმასრულებელმა საბჭომ მას 90 დღის ვადით საქმიანობა აუკრძალა.

ასევე, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია რუბიალესის გადადგომას ითხოვს. ამის საპირისპიროდ კი თავად ლუისი სულ სხვა აზრზეა და თავის დანაშაულს არ აღიარებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ბოდიშს იხდის და რუბიალესის გადადგომას ითხოვს
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ბოდიშს იხდის და რუბიალესის გადადგომას ითხოვს