France Football: ხვიჩა ოქროს ბურთის ნომინანტებს შორისაა
მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, პარიზში 2023 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
France Football-მა კი ნომინანტები დაასახელა. საინტერესოა, რომ ნომინანტების შორის ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა, რომელსაც დიდებული სეზონი ჰქონდა.
ქართველი ფეხბურთელი გასული სეზონის სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ასევე, კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელიც გახდა.
„ჯვაროსნების“ შემტევმა რეკორდიც კი დაამყარა. ხვიჩა სერია ა-ს თვის საუკეთესო მოთამაშე სამჯერ გახდა და აქამდე რეკორდი მხოლოდ ორი იყო.
შეგახსენებთ, კვარაცხელიამ გასულ სეზონში „ნაპოლის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 43-ჯერ მოირგო, 14 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ცნობისთვის, ოქროს ბურთის ნომინანტები ხვიჩას გარდა ვინისიუს ჯუნიორი, ერლინგ ჰოლანდი, ნიკოლა ბარელა, ხულიან ალვარესი, ჯუდ ბელინგემი, კარიმ ბენზემა, იასინ ბონო, კევინ დე ბრუინი, რუბენ დიაში, ანტუან გრიზმანი, ილქაი გიუნდოგანი, იოსკო გვარდიოლი, ჰარი კეინი, რანდალ კოლო მუანი, რობერტ ლევანდოვსკი, ემილიანო მარტინესი, ლაუტარო მარტინესი, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, კიმ მინ-ჯე, ლუკა მოდრიჩი, ჯამალ მუსიალა, მარტინ ოდეგორი, ანდრე ონანა, ვიქტორ ოსიმენი, ბუკაიო საკა, როდრი, მოჰამედ სალაჰი და ბერნარდუ სილვა არიან.