შოთა მიშველიძე, ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი | მიშველიძემ ერთი ბრინჯაოს მედალი აიღო

საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღევანდელი საშეჯიბრო დღე საქართველოს დელეგაციიდან შოთიკო მიშველიძემ დახურა.

-61 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძალოსანი ატაცში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მიშველიძემ პირველ ცდაზე 132 კგ. დაძლია, მეორე ცდაზე 136 კგ.-ს შეეჭიდა, რომელიც ასწია, თუმცა სამიდან ორმა მსაჯმა მისვლა არ ჩათვალა. გიორგი ასანიძემ მსაჯების გადაწყვეტილების გადახედვა მოითხოვა, თუმცა, მსაჯებმა ასანიძის ჩელენჯი არ დააკმაყოფილეს. ამის გამო, შოთა მიშველიძეს მესამე ცდაზეც 136 კილოგრამზე მოუწია მისვლა, რომელიც წარმატებით დაძლია და საბოლოოდ, ატაცში მესამე ადგილზე გავიდა.

რაც შეეხება აკვრას, მიშველიძემ პირველ ცდაზე 159 კილოგრამი წარმატებით დააფიქსირა. მეორე მისვლაზე 161 კილოგრამი ვერ ასწია, მესამე ცდაზე კი კვლავ 161 კილოგრამს შეეჭიდა, რომელიც ამჯერად წარმატებული აღმოჩნდა. ამ კატეგორიაში მიშველიძემ მედლის მოპოვება ვერ შეძლო და მე-7 ადგილზე გავიდა.

ორჭიდის ჯამში, ქართველმა ძალოსანმა ასპარეზობა 297 კილოგრამით დაასრულა და საერთო ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოსვლა ერთი მედლით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ დღესვე, საქართველოს სახელით -61 კგ. წონაში B კატეგორიაში გოდერძი ბერდელიძემ იასპარეზა, რომელმაც ორჭიდის ჯამში 280 კილოგრამის დაფიქსირებით მე-9 ადგილზე შეძლო გასვლა.

7 სექტემბერს, საქართველოს დელეგაციიდან გათამაშებაში კიდევ ერთი ქართველი ძალოსანი ჩაერთვება. თბილისის დროით 20:00 საათიდან, ფიცარნაგზე -67 კგ. წონით კატეგორიაში გოგა ჩხეიძეს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველო სენსაციებისთვის მზადაა“ | ტაბუცაძე Opta-ს რჩეულებში
„საქართველო სენსაციებისთვის მზადაა“ | ტაბუცაძე Opta-ს რჩეულებში