ლუის რუბიალესი, ჯენიფერ ჰერმოსო
Aa
Aa

ჰერმოსომ რუბიალესის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

ჯენიფერ ჰერმოსომ ლუის რუბიალესის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის (RFEF) ხელმძღვანელმა ესპანეთის ქალთა ნაკრების ფეხბურთელ ჯენიფერ ჰერმოსოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დაჯილდოების ცერემონიისას ტუჩები აკოცა, რისთვისაც მის მიმართ კრიტიკა დღემდე გრძელდება და თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

ამის შემდეგ ფიფამ რუბიალესი დროებით (90 დღით) ფეხბურთისგან ჩამოაშორა.

El Partidazo de COPE-ის ცნობით, ჰერმოსო ესპანეთის პროკურატურაში ჩვენებას აძლევს. მან კოცნის შესახებ ოფიციალური საჩივარი შეიტანა და აღნიშნა, რომ კოცნა მისი თანხმობის გარეშე შედგა.

საჩივრის ოფიციალურად შეტანა არის აუცილებელი პირობა, რათა პროკურატურამ საქმის ეროვნულ სასამართლოში გადატანა შეძლოს.

აქვე გეტყვით, რომ რიბიალესმა FIFA-ს ვიდეო გაუგზავნა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ხალისობენ და ზეიმობენ ამ ამბის შემდეგ ქალ ფეხბურთელთა ნაკრების წევრები ავტობუსში. კადრებში ჩანს, რომ გოგონები და თავად ჰერმოსო ამ ფაქტს ღიმილით უყურებდნენ და ერთ მომენტში - „კოცნა, კოცნა“ - შეძახილებიც დაიწყეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისის კონტრწინადადება | Corriere მოლაპარაკებების ახალ დეტალებზე
დე ლაურენტისის კონტრწინადადება | Corriere მოლაპარაკებების ახალ დეტალებზე