„ქომაგების კოლოსალური მხარდაჭერა გვექნება“ - იაშვილი ესპანეთთან მატჩზე
საქართველო ესპანეთის მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით უამრავი კომენტარი კეთდება. ესპანელების მსგავსად შეხვედრაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ისაუბრა.
„საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრების წინაშე წარდგება. პროგნოზების გაკეთება რთულია, თუმცა ჩვენს ბიჭებს ის გარემოება უნდა დაეხმაროს, რომ ამჟამად ბევრი მათგანი ევროპულ კლუბებში ასპარეზობს.
დარწმუნებული ვარ, რომ 8 სექტემბერს ჩვენ გულშემატკივრების კოლოსალური მხარდაჭერა გვექნება.
სანიოლი? მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა შედეგებით დასრულდება ესპანეთთან და ნორვეგიასთან მატჩები, ის ნაკრებში მუშაობას გააგრძელებს“.
- განაცხადა იაშვილმა Efe-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ესპანეთის შეხვედრა 8 სექტემბერს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ შედგება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.