ემერიკ ლაპორტი
Aa
Aa

ლაპორტი ტრავმირებულია - ცვლილება ესპანეთის ნაკრებში

როგორც მოგეხსენებათ, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველო ესპანეთს უმასპინძლებს.

მატჩის წინ, „ფურია როხას“ ბანაკში არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. ემერიკ ლაპორტომა კუნთის ტრავმა მიიღო და დე ლა ფუენტეს მისი შეცვლა მოუწია.

„ალ-ნასრის“ ფეხბურთელის ნაცვლად, საქართველოში ესპანეთის 21-წლამდე ნაკრებისა და „სარაგოსას“ წევრი ალეხანდრო ფრანსესი ჩამოვა.

ახალგაზრდა უკანახაზელი საქართველოში გამგზავრებამდე მწვრთნელის განსხვავებულ დავალებებს შეასრულოს, რათა ეროვნული ნაკრების შეკრებისთვის სულ მალე მზად იყოს.

MARCA-ს ინფორმაციით, დე ლა ფუენტემ ალეხანდროს გამოძახება მისი სეზონის კარგი სტარტის გამო გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება 8 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალ-ხელაიფი: „მბაპე შესანიშნავი ადამიანი და ფანტასტიკური ფეხბურთელია“
ალ-ხელაიფი: „მბაპე შესანიშნავი ადამიანი და ფანტასტიკური ფეხბურთელია“