ფრანც ვაგნერი, დენის შროდერი, დავის ბერტანსი
Aa
Aa

საოცარი მატჩი და ლატვიის მებრძოლი სული | გერმანია ბეწვზე გადარჩა

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის მესამე ნახევარფინალისტი გერმანიის ნაკრები გახდა. დენის შრიოდერი და კომპანია მეოთხედფინალში ლატვიას დაუპირისპირდნენ და უმძიმეს ბრძოლაში იმარჯვეს - 81:79.

მატჩის დიდი ნაწილი ქულა-ქულაში წარიმართა და მეოთხე მეოთხედის სტარტზე, გერმანიას 3-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა. ლატვიელებმა ბოლო პერიოდი ცუდად დაიწყეს და გერმანია 8:0 გაიქცა, თუმცა ლატვიამ ბოლომდე იბრძოლა. შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთ-ნახევრით ადრე, გერმანია 10 ქულით იგებდა, თუმცა მეტოქეს გაქცევის უფლება მისცა. ლატვიამ ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა და საფინალო სირენასთან ერთად, გამარჯვება შეეძლო, მაგრამ დავის ბერტანსის სამიანი ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა.

გერმანიის ნაკრებს ტრავმისგან დაბრუნებულმა ფრანც ვაგნერმა ულიდერა, რომელმაც 16 ქულა, 8 მოხსნა, 3 ასისტი მიითვალა. მის ძმას, მორიცს 12 ქულა და 4 მოხსნა ჰქონდა. ანდრეას ობსტმა 13 ქულა გააკეთა, ხოლო დენის შროდერს საშინელი მატჩი ჰქონდა და 26-დან მხოლოდ 4 ბურთი ჩააგდო, შეხვედრა კი 9 ქულით დაასრულა. ლატვიას 24 ქულით არტურს ზაგარსმა ულიდერა. დავის ბერტანსს 20 ქულა ჰქონდა, ხოლო როლანდს სმიტსმა 14 ქულა ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ მეოთხე ნახევარფინალისტის ვინაობა დღესვე გაირკვევა და თბილისის დროით, 16:30-ზე ლუკა დონჩიჩის სლოვენია შეი გილჯეს-ალექსანდერის კანადას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სპალეტის ჩემპიონი გუნდი დაშალა“ | Gazzetta რუდი გარსიას აკრიტიკებს
„სპალეტის ჩემპიონი გუნდი დაშალა“ | Gazzetta რუდი გარსიას აკრიტიკებს