რუდი გარსია
Aa
Aa

„სპალეტის ჩემპიონი გუნდი დაშალა“ | Gazzetta რუდი გარსიას აკრიტიკებს

ავტორიტეტული იტალიური გაზეთის, La Gazzetta dello Sport-ის დღევანდელ ნომერში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიზეა“ საუბარი. Gazzetta-მ „პარტენოპეის“ ახალი მთავარი მწვრთნელი, რუდი გარსია გააკრიტიკა და ფრანგი სპეციალისტის მიერ გაწეულ სამუშაოზე დაწერა.

„გვეგონა, რომ რაღაც შეიცვლებოდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდით, რომ რუდი გარსია ლუჩანო სპალეტის ნაპოლის, რომელმაც სკუდეტო მოიგო, ასე სწრაფად დაშლიდა. ერთადერთი, რაც ჩემპიონი გუნდიდანაა დარჩენილი, ჯოვანი დი ლორენცოს უნივერსალიზმია, რომელმაც იცის, სიტუაციიდან გამომდინარე, გარემარბის პოზიციაზე გადავიდეს თუ ნახევარმცველის.

სხვა ყველაფერი რადიკალურად შეცვლილია. ნაპოლი შეტევების განვითარებასა და მეტოქეთა ბარიერების გარღვევას აღარ ცდილობს და შედარებით ნაჩქარევი იერიშები აქვს. ლაციოს წინააღმდეგ, ოპონენტებს კონტრშეტევების განხორციელების უფლება მისცეს, რადგან დაცვითი ხაზი ძალიან მაღლა იყო აწეული და 40-50 მეტრს თმობდა. ლობოტკა ცენტრალურ ნაწილში აღარ მოქმედებს. იგი მოძრაობის მარეგულირებელია, რომელიც ვერაფერს არეგულირებს. უცნობია, გარსიას საბოლოო მიზანი რა არის, მაგრამ დაშლა მარტივია, აწყობა - რთული და დღესდღეობით, ნაპოლისთან მიმართებით ეჭვები არსებობს“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ რუდი გარსიას გუნდი სერია A-ს სატურნირო ცხრილში 3 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-6 ადგილს იკავებს. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 16 სექტემბერს, სტუმრად „ჯენოასთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოსთან რთული მატჩი გველოდება“ | კეპამ კვარა და მამარდა გამოარჩია
„საქართველოსთან რთული მატჩი გველოდება“ | კეპამ კვარა და მამარდა გამოარჩია