დანი კარვახალი, ხოსელუ
Aa
Aa

„მათთან სტუმრად თამაში რთულია“ | რა თქვეს კარვახალმა და ხოსელუმ საქართველოსთან მატჩზე

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებმა, დანი კარვახალმა და ხოსელუმ საქართველოსთან ჩანიშნულ შეხვედრაზე ისაუბრეს. მატჩი პარასკევს გაიმართება და ორივე მოთამაშე ვარაუდობს, რომ „დინამო არენაზე“ რთული დაპირისპირება ელოდებათ.

„ევროპის ჩემპიონატზე პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები გადიან და შოტლანდიამ ევროპირველობაზე სათამაშოდ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. საქართველოში თამაში ძნელია და საქართველოს ნაკრები საკუთარ კედლებში ძალიან ძლიერი გუნდია. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ კიდევ ერთი წარუმატებლობის უფლება არ გვაქვს“, - განაცხადა კარვახალმა.

„ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კიდევ 6 შეხვედრა უნდა ჩავატაროთ და ყველა მატჩში გასამარჯვებლად ვიბრძოლებთ. პარასკევს საქართველოსთან დაპირისპირება გველოდება, რომელიც მარტივი ნამდვილად არ იქნება“, - აღნიშნა ხოსელუმ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირებას „დინამო არენა“ უმასპინძლებს. შეხვედრა 8 სექტემბერს, თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოსთან რთული მატჩი გველოდება“ | კეპამ კვარა და მამარდა გამოარჩია
„საქართველოსთან რთული მატჩი გველოდება“ | კეპამ კვარა და მამარდა გამოარჩია