„საქართველოსთან რთული მატჩი გველოდება“ | კეპამ კვარა და მამარდა გამოარჩია
ესპანეთის ნაკრების მეკარემ, კეპა არისაბალაგამ Marca-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩზე ისაუბრა, რომელსაც „ფურია როხა“ საქართველოს წინააღმდეგ გამართავს. კეპამ ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი გამოარჩია და განაცხადა, რომ მის გუნდს რთული შეხვედრა ელის.
„მომდევნო ორი მატჩი უნდა მოვიგოთ. განსაკუთრებით რთული საქართველოსთან სტუმრად გასამართი შეხვედრა იქნება და ახლა სწორედ ამ თამაშისთვის ვემზადებით. საქართველო არის გუნდი, რომელიც ტაქტიკური გადმოსახედიდან, იტალიის ნაკრებს წააგავს. ქართველებიც სამი ცენტრალური მცველით თამაშობენ და ორი უინგ-ბექი, ძლიერი ბლოკი და ხვიჩა კვარაცხელიას სახით, განსაკუთრებული ან განსხვავებული ფეხბურთელი ჰყავთ, რომელიც ალბათ, მათი საუკეთესო მოთამაშეა”.
Marca: „და ჰყავთ მეკარე, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობთ...“
„გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში შესანიშნავად გამოიყურება და საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა“.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირებას „დინამო არენა“ უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.
ფოტო: nakrebi.ge