ლეონარდო: “მესის და ნეიმარს პსჟ-ში მხარდაჭერა არ ჰქონდათ“
ნეიმარმა უკანასკნელ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის და ლიონელ მესი „პარი სენ ჟერმენის“ ბოლო სეზონში ჯოჯოხეთში ცხოვრობდნენ.
თავისი მოსაზრება დააფიქსირა ლეონარდომ, რომელიც პარიზული გრანდის სპორტული დირექტორი იყო.
ლეონარდო:
„მათ თავი კომფორტულად უნდა ეგრძნოთ. მესის და ნეიმარს მხარდაჭერა და კარგი განწყობა სჭირდებოდათ და სამწუხაროდ „პარი სენ ჟერმენში“ ეს ვერ მიიღეს. ვინც ეს უნდა გააკეთოს ვართ კლუბი, მწვრთნელები და დირექტორები.
რეალურად, მბაპე, მესი და ნეიმარი რთული ფეხბურთელები არ არიან. ისინი უფრო მეტ პრობლემას წყვეტენ, ვიდრე აჩენენ. ასეთმა ფეხბურთელებმა მაქსიმალური კომფორტი უნდა მიიღონ და ეს პარიზში ასე არ ხდებოდა.“
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ კარიერა MLS-ში კონკრეტულად კი „ინტერ მაიამიში“ გააგრძელა. ნეიმარმა კი საუდის არაბეთისკენ აიღო გეზი და „ალ ჰილალში“ გადავიდა, თუმცა ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს ტრავმა აქვს და ჯერჯერობით მისი დაბრუნების თარიღი უცნობია.