რამინ შამილიშვილი
Aa
Aa

ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი - შამილიშვილი წარუმატებლად გამოვიდა

საუდის არაბეთში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართული დელეგაციის ჯერი დადგა. დღეს, 55 კგ კატეგორიაში რამინ შამილიშვილი გამოვიდა, რომელმაც წარუმატებლად იასპარეზა და მედლის გარეშე დარჩა.

ატაცში, რამინმა 112 კგ მოითხოვა და პირველი ორი მისვლა გააფუჭა. წარმატებული მხოლოდ მესამე მისვლა გამოდგა, თუმცა ეს მედლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.


რაც შეეხება აკვრას, ქართველმა ძალოსანმა 131 კგ შეუკვეთა და პირველი მისვლა მარტივად დაძლია. შამილიშვილმა მეორე მისვლის დროს წონა 6 კგ-თი გაზარდა და სამწუხაროდ ვერ ასწია. წარუმატებელი გამოდგა მესამე მისვლაც. რამინი კვლავ 137 კგ-ს აწევას ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა.

ჯამში შამილიშვილმა 6 ცდიდან 4 გააფუჭა, 243 კგ ასწია და ეს ყველაფერი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში საკმარისი არ აღმოჩნდა. რამინმა მსოფლიო ჩემპიონატი წარუმატებლად დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ვინ მოიგებს სკუდეტოს? კვარას და ოსიმენს ყველაფერი აქვთ“ - ჰამშიკი ნაპოლიზე და სერია A-ზე
„ვინ მოიგებს სკუდეტოს? კვარას და ოსიმენს ყველაფერი აქვთ“ - ჰამშიკი ნაპოლიზე და სერია A-ზე