ოფიციალურად - გიორგი მოისწრაფიშვილი ბევერენის ფეხბურთელია
თბილისის „დინამოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მოისწრაფიშვილი იჯარის წესით კარიერას ბელგიურ „ბევერენში“ გააგრძელებს.
კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „ბევერენს“ ქართველი ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
View this post on Instagram
გიორგის ტრანსფერთან დაკავშირებით, „ბევერენის“ სპორტულმა დირექტორმა ვან დენ აბელიმ ისაუბრა.
ვან დენ აბელი:
„ჩვენმა გუნდმა საქართველოდან, „დინამოდან“ გიორგი მოისწრაფიშვილი დაიმატა, რომელიც რამდენიმე სეზონის განმავლობაში ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. „ბევერნმა“ გიორგი 1-წლიანი იჯარის წესით დაიმატა და მიმდინარეობს მოლაპარაკება შესყიდვის თაობაზე.“
შეგახსენებთ, რომ ჯამში გიორგი მოისწრაფიშვილმა ლურჯ-თეთრი მაისურით 71 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 13 გოლი და შეასრულა 14 საგოლე გადაცემა.