ტაირიზ ჰალიბერტონი, მიკალ ბრიჯისი, ოსტინ რივზი
Aa
Aa

დაუნდობელი აშშ | ტურნირის ფავორიტმა იტალია გაანადგურა

სერბეთის ნაკრების შემდეგ, მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალის საგზური აშშ-მაც მოიპოვა. ლიეტუვასთან განცდილი მარცხის შემდეგ, სტივ კერის ბიჭები იტალიას დაუპირისპირდნენ და მეტოქე უშანსოდ გაანადგურეს - 100:63.

მატჩში დაძაბულობა მხოლოდ საწყისი 5 წუთის განმავლობაში იყო, რომლის დროსაც, იტალია 8:6-ს იგებდა. ამის შემდეგ, აშშ-მა გაქცევა მოაწყო და პირველი პერიოდი 24:14 მოიგო. განსხვავებული სცენარი არც მეორე მეოთხედში ყოფილა, რომელშიც იტალიელებმა მხოლოდ 10 ქულა ჩააგდეს, მოწინააღმდეგეებისგან კი 22 მიიღეს. მესამე მეოთხედში, ამერიკელებმა 37 ქულა დააგროვეს და საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებიათ.

აშშ-ს მიკალ ბრიჯისმა ულიდერა, რომელმაც საოცარი მატჩი ჩაატარა და 24 ქულა, 7 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ტაირიზ ჰალიბერტონმა 6 სამქულიანი ჩააგდო და 18 ქულა დააგროვა. ოსტინ რივზს 12 ქულა ჰქონდა, ხოლო ჯეილენ ბრანსონს - 9. იტალიის რიგებში ყველაზე მეტი, სიმონე ფონტეკიომ ჩააგდო - 18 ქულა. სტეფანო ტონუტს 11 ქულა ჰქონდა, მარკო სპისუს - 8.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს მეტოქის ვინაობა ხვალ გაირკვევა. სტივ კერის ბიჭები გერმანიისა და ლატვიის წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ყველაფერი სისულელეა“ - ნაპოლიმ ხვიჩაზე დუმილი დაარღვია
„ეს ყველაფერი სისულელეა“ - ნაპოლიმ ხვიჩაზე დუმილი დაარღვია