“ფული მოტივაცია არასდროს ყოფილა“ - ჰენდერსონი ალ ეტიფაქში ტრანსფერზე
როგორც მოგეხსენებათ, ჯორდან ჰენდერსონი „ალ ეტიფაქში“ გადავიდა და ამას ბევრი კრიტიკა მოყვა. გულშემატკივართა უმეტესი ნაწილი თვლის, რომ ინგლისელმა ნახევარმცველმა ეს ფულის გამო გააკეთა.
ამასთან დაკავშირებით, „ლივერპულის“ ყოფილმა კაპიტანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ფული მისთვის მოტივაცია არასდროს ყოფილა.
რა თქვა ჰენდერსონმა?
„ეს ყველაზე რთული იყო. ხალხი იფიქრებს, რომ „ალ ეტიფაქს“ ბევრი ფული აქვს, მე საუკეთესო პირობები შემომთავაზეს და უბრალოდ წავედი. დიახ, მე წავედი, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ასე არ არის. ხალხს შეუძლია დამიჯეროს, ან არ დამიჯეროს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ფული მოტივაცია არასდროს ყოფილა.“
შეგახსენებთ, რომ „ალ ეტიფაქის“ მთავარი მწვრთნელი სტივენ ჯერარდია, რომელიც პირადად ცდილობდა ჯორდანის საკუთარ გუნდში გადასვლას.
ცნობისთვის, ინგლისელმა ნახევარმცველმა არაბულ კლუბში დღემდე 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ჯერჯერობით ჰენდერსონს არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა შეუსრულებია. „ალ ეტიფაქი“ კი საუდის არაბეთის ჩემპიონატში 10 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება.