იუვენტუსი
Aa
Aa

ხელფასის შემცირება ან ბონუსები - იუვე პოგბას კონტრაქტის შეცვლას აპირებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსი“ პოლ პოგბას კონტრაქტის გადახედვას აპირებს. „ბიანკონერის“ ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონისთვის ხელფასის შემცირება სურს.

მოგეხსენებათ, პოგბას ტრავმები აწუხებს და ამის გამო გასული სეზონის უმეტესი ნაწილი გამოტოვა და წელს დაბრუნდა. მიუხედავად ამისა, მისი თითოეული მატჩი ტრავმის რეციდივის რისკია. პოლის წლიური ანაზღაურება კი 8 მილიონი ევროა.

Calciomercato იუწყება, რომ ჯუნტოლი სულ მალე პოლის აგენტს შეხვდება და ხელფასის შემცირებას მოითხოვს. არსებობს მეორე ვარიანტიც. მაქსიმალური ანაზღაურება კვლავ 8 მილიონი ევრო იქნება, მაგრამ ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენ მატჩში მიიღებს მონაწილეობას და რა დონეზე ითამაშებს. შეიძლება ითქვას, რომ იუვე საბონუსე სისტემას ამზადებს.

შეგახსენებთ, რომ „ბებერ ქალბატონში“ დაბრუნების შემდეგ, პოლ პოგბამ „იუვენტუსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად მხოლოდ 12-ჯერ მოირგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიეცით სატიტულო ჩხუბი“ | მერაბის მწვრთნელმა დენა უაითს უპასუხა
„მიეცით სატიტულო ჩხუბი“ | მერაბის მწვრთნელმა დენა უაითს უპასუხა