ხვიჩა კვარაცხელია, სესარ ასპილიკუეტა
Aa
Aa

ასპილიკუეტა: „საქართველოსთან მატჩი ფინალის ტოლფასია, კვარა განსხვავებას ქმნის“

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა, სესარ ასპილიკუეტამ პრესკონფერენცია გამართა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით ჩანიშნულ მატჩებზე ისაუბრა. „ასპიმ“ ყურადღება საქართველოს ნაკრებთან ჯახზე გაამახვილა, რომელსაც 8 სექტემბერს ვიხილავთ და ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.

„პარასკევს გასამართი შეხვედრა ჩვენთვის ფინალის ტოლფასია და მატჩს სწორედ ამ დამოკიდებულებით შევხვდებით. მაქსიმუმს გავაკეთებთ და რთული თამაში გველოდება. ხვიჩა კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელსაც სისწრაფე აქვს და განსხვავების შექმნა შეუძლია. იგი დიდი ხარისხითაც გამოირჩევა“.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირებას „დინამო არენა“ უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

გეტყვით იმასაც, რომ 3 მატჩის შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდის ანგარიშზე 4 ქულაა და მეორე ადგილზე ვიმყოფებით. ასევე 4 ქულა აქვს ნორვეგიას, ხოლო ესპანეთი 3 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს. „ფურია როხასთან“ მატჩის შემდეგ, სწორედ ერლინგ ჰოლანდის ნაკრებს დავუპირისპირდებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები