იონას ვალანჩუნასი, ბოგდან ბოგდანოვიჩი
Aa
Aa

ბოგის შოუ | სერბეთმა ლიეტუვა გაანადგურა და ნახევარფინალში გავიდა

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია. ლიეტუვის ნაკრებმა, რომელმაც მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში აშშ-ს მოუგო, სერბეთის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და 19-ქულიანი სხვაობით დამარცხდა.

ლიეტუვამ სერბეთს ბრძოლა მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუმართა და საწყისი ათწუთეული 1 ქულით მოიგო - 25:24. მეორე მეოთხედში, სერბები დაცვაში ფენომენალურად გამოიყურებოდნენ და დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. სერბეთი არც მეორე ტაიმში გაჩერებულა. მესამე პერიოდი 7 ქულით მოიგო და საბოლოოდ, 87:68 იმარჯვა.

სერბეთს 21 ქულით, 4 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით ბოგდან ბოგდანოვიჩმა ულიდერა. ფილიპ პეტრუშევს 17 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა, სტეფან იოვიჩმა კი 11 ქულა დააგროვა. ლიეტუვას მაისურით ყველაზე მეტი, 14 ქულა ტადას სედეკერსკისმა ჩააგდო. როკას იოკუბაიტისს 13 ქულა ჰქონდა, იონას ვალანჩუნასს - 11.

შეგახსენებთ, რომ მეორე ნახევარფინალისტის ვინაობა დღეს გაირკვევა და თბილისის დროით, 16:40-ზე, იტალიისა და აშშ-ს ნაკრებების დაპირისპირებას ვიხილავთ. სერბეთის მეტოქის ვინაობა ხვალ გაირკვევა და მათი სავარაუდო მოწინააღმდეგე კანადა ან სლოვენია იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისის კონტრწინადადება | Corriere მოლაპარაკებების ახალ დეტალებზე
დე ლაურენტისის კონტრწინადადება | Corriere მოლაპარაკებების ახალ დეტალებზე