ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ნაპოლის ფეხბურთელთა ხელფასები | კვარაზე ნაკლებს მხოლოდ 2 მოთამაშე იღებს

იტალიურმა სააგენტომ, Calcio e Finanza-მ, რომელიც ადგილობრივი ფეხბურთის ფინანსურ საკითხებზეა ორიენტირებული, 2023/24 წლების სეზონში, „ნაპოლის“ მოთამაშეთა ხელფასები გამოაქვეყნა. Calcio e Finanza-ს მონაცემები ოფიციალური არაა, მაგრამ იტალიური სააგენტო ირწმუნება, რომ რიცხვები რეალობასთან მაქსიმალურადაა მიახლოებული.

„ნაპოლის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე ვიქტორ ოსიმენია. ნიგერიელი თავდამსხმელი ყოველწლიურად, 5.9 მილიონ ევროს იღებს, იტალიური კანონით გათვალისწინებული დაქვითვებისა და გადასახადების შემდეგ, თანხა 4.5 მილიონამდე ჩამოდის. მეორე და მესამე ადგილებს პიოტრ ზელინსკი (6.4 მილიონი გადასახადებისა და დაქვითვების გარეშე) და სტანისლავ ლობოტკა (4.5 მილიონი გადასახადებისა და დაქვითვების გარეშე) იკავებენ - 3.5 მილიონი, მეოთხეზე გუნდის კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცოა (3 მილიონი ევრო), ხოლო დემესა და რასპადორის 2.5-2.5 მილიონს უხდიან.

Calcio e Finanza-ს მიხედვით, „პარტენოპეის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ყოველწლიურად, 1.3 მილიონ ევროს იღებს. გადასახადებისა და დაქვითვების შემდეგ, თანხა 1 მილიონამდე ჩამოდის. ხვიჩაზე დაბალი ხელფასი „ნაპოლიში“ მხოლოდ ორ ფეხბურთელს აქვს - პიერლუიჯი გოლინი (400 000 ევრო), ალესანდრო ძანოლი (80 000 ევრო).

2022/23 წლების სეზონში, ნეაპოლურმა კლუბმა ფეხბურთელებს ხელფასის სახით, საერთო ჯამში, 71.8 მილიონი ევრო გადაუხადა (გადასახადებისა და დაქვითვების შემდეგ, თანხა 45.6 მილიონამდე ჩამოვიდა), მიმდინარე სეზონში, „სკუდეტოს“ მოქმედი გამარჯვებულები 68 მილიონს მიიღებენ, გადასახადებითა და დაქვითვებით - 42.5 მილიონს.

ვიქტორ ოსიმენი - 4.5 მილიონი ევრო, 5.9 გადასახადებამდე

პიოტრ ზელინსკი - 3.5 მილიონი ევრო, 6.4 გადასახადებამდე

სტანისლავ ლობოტკა - 3.5 მილიონი ევრო, 4.5 გადასახადებამდე

ჯოვანი დი ლორენცო - 3 მილიონი ევრო, 5.5 გადასახადებამდე

დიეგო დემე - 2.5 მილიონი ევრო, 3.2 გადასახადებამდე

ჯაკომო რასპადორი - 2.5 მილიონი ევრო, 4.6 გადასახადებამდე

იესპერ ლინდსტრომსი - 2.3 მილიონი ევრო, 3.6 გადასახადებამდე

ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა - 2.2 მილიონი ევრო, 2.8 გადასახადებამდე

მატეო პოლიტანო - 2.2 მილიონი ევრო, 4.0 გადასახადებამდე

მარიო რუი - 2.1 მილიონი ევრო, 3.8 გადასახადებამდე

ალექს მერეტი - 2 მილიონი ევრო, 3.7 გადასახადებამდე

ამირ რაჰმანი - 1.8 მილიონი ევრო, 3.3 გადასახადებამდე

ჯოვანი სიმეონე - 1.7 მილიონი ევრო, 3.1 გადასახადებამდე

მატიას ოლივერა - 1.5 მილიონი ევრო, 1.9 გადასახადებამდე

ელიფ ელმასი - 1.5 მილიონი ევრო, 1.9 გადასახადებამდე

იენს კაიუსტე - 1.2 მილიონი ევრო, 1.9 გადასახადებამდე

ნათანი - 1.1 მილიონი ევრო, 1.7 გადასახადებამდე

ლეო ოსტიგორი - 1 მილიონი ევრო, 1.3 გადასახადებამდე

ჟუან ჟეზუში - 1 მილიონი ევრო, 1.86 გადასახადებამდე

ხვიჩა კვარაცხელია - 1 მილიონი ევრო, 1.3 გადასახადებამდე

პიერლუიჯი გოლინი - 400 000 ევრო, 724 000 გადასახადებამდე

ალესანდრო ძანოლი - 80 000 ევრო, 148 000 გადასახადებამდე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლობოტკა: „გარსიას სხვა სტილი აქვს, რომელთანაც შეჩვევა გვჭირდება“
ლობოტკა: „გარსიას სხვა სტილი აქვს, რომელთანაც შეჩვევა გვჭირდება“