მერაბ დვალიშვილი, დანიელ კორმიე
Aa
Aa

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი: „მერაბისი მესმის, მეგობართან ჩხუბი მეც არ მინდოდა“

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად, ამავე ორგანიზაციის კომენტატორმა, დანიელ კორმიემ ალჯამეინ სტერლინგსა და მერაბ დვალიშვილის გარშემო შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა. კორმიეს სიტყვებს MMANews.com-ი ციტირებს.

რას ამბობს კორმიე:

მერაბი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მეგობართან ბრძოლა არ სურს. მისი კარგად მესმის. სიმართლე რომ გითხრათ, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კეინ ველასკესთან ბრძოლა არ მინდოდა, ის იყო, რომ ვიცოდი რა ხდებოდა, როდესაც ერთად ვვარჯიშობდით. მას ძალიან კარგად ვიცნობდი და პირიქით, ისიც კარგად მიცნობდა.

აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა - როგორ გამოიჩენს მერაბ დვალიშვილი სტერლინგთან სპარინგის დროს თავს, თუ მასთან არ იჩხუბებს?

რა თქმა უნდა, მეგობრობა პირველ ადგილზე დგას. მაგრამ, ახლო მეგობართან ვარჯიშის შემდეგ კარგად გეცოდინება, თუ რამდენად რთული იქნება შენთვის მისი დამარცხება, საერთოდ თუ შესაძლებელი იქნება.

ცნობისთვის, ალჯამეინ სტერლინგის ჩემპიონობის დროს, მერაბი საჯაროდ აცხადებდა, რომ თანაგუნდელთან და ახლო მეგობართან არანაირი თანხის სანაცვლოდ არ იჩხუბებდა. UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა სწორედ ამის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ UFC-ში მთავარი არა მეგობრობა, არამედ მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლის გამოვლენაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ომალის 2018 წლიდან ვიწვევ“ | მერაბის პოსტი და სეხუდოს დამცინავი პასუხი
„ომალის 2018 წლიდან ვიწვევ“ | მერაბის პოსტი და სეხუდოს დამცინავი პასუხი